ევროპული სანქციების ამოქმედებას საფრანგეთის პრეზიდენტიც ითხოვს

ამერიკის შემდეგ, რუსეთის მკაცრი გადაწყვეტილებების გამო, სანქციების ამოქმედებას საფრანგეთის პრეზიდენტიც უერთდება და მთლიან, ევროპულ სანქციებზე საუბრობს,

ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას “ტვიტერზე” ეხმაურება.

„აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული რეგიონების აღიარებით, რუსეთი არღვევს თავის ვალდებულებებს და ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტს. ვგმობ ამ გადაწყვეტილებას. მე მოვითხოვე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა და ევროპული სანქციები“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ჯო ბაიდენი პუტინის მიერ აღიარებულ დონეცკისა და ლუგანსკის სანქციები დაუწესა

მსგავსი თემები