პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

მიუხედავად მსოფლიოს გაფრთხილებისა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა. მან აღნიშნულ გადაწყვეტილებას სპეციალური განცხადება მიუძღვნა და დეტალურად ახსნა ყველაფერი.

“საჭირო გახდა მიგვეღო გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ. ვთხოვ ფედერაციის საბჭოს, სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება. ამის შემდეგ სასწრაფოდ უნდა შევიდეს გადაწყვეტილება ძალაში რესპუბლიკების დახმარებასთან დაკავშირებით.  ვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა შედეგი სისხლისღვრაზე დაეკისრება უკრაინის მმართველ ხელისუფლებას“ – განაცხადა პუტინმა კრემლში.

მსგავსი თემები