თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში საშინელი ავარია მოხდა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთ ავტომანქანას, BMW-ს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.
მანქანაში მყოფი სამივე ადამიანი დაშავდა, ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე მაშველები მუშაობენ.