„ნუ დაუშვებთ შეცდომას“ – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართავს და აფრთხილებს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხდებს, „ომიკრონის“ მსუბუქი მიმდინარეობა არასწორად არ უნდა იქნება გაგებული.

„ნარატივი, რომ ის მსუბუქი დაავადებაა, შეცდომაში შემყვანია. ნუ დაუშვებთ შეცდომას. „ომიკრონი“ იწვევს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს, სამედიცინო დაწესებულებები კი ნაკლებად მძიმე შემთხვევებითაც იტვირთება,“- აცხადებს  ჯანმო-ს ხელმძღვანელი.

მისივე შეფასებით, „ომიკრონი“ იმდენად მზარდია, გასულ კვირასთან შედარებით, დაინფიცირების მაჩვენებელმა 20%-ით მოიმატა.

 

მსგავსი თემები