„1000 ადამიანს, რომელსაც  „ომიკრონი“ დაუდასტურდა, უმრავლესობა ვაქცინირებული  და „ბუსტერ“ დოზიანი იყო“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, 1 000 ადამიანს, რომელსაც კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ დაუდასტურდა, უმრავლესობა ვაქცინირებული იყო და „ბუსტერ“ დოზა ჰქონდათ გაკეთებული. ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ  „მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა.

ივანე ჩხაიძის თქმით, ვაქცინაცია ინფიცირებისაგან არ გვიცავს.

„1000 ადამიანს, რომელსაც  „ომიკრონი“ დაუდასტურდა, მათ შორის უმრავლესობა ვაქცინირებული იყო და „ბუსტერ“ დოზა ჰქონდა გაკეთებული. ვაქცინირებულ ადამიანებში ჰოსპიტალიზაციის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში  მიმართვიანობის, ასევე მძიმე შემთხვევების განვითარების ალბათობა 3-4-ჯერ ნაკლები ვიდრე ეს იყო არავაქცინირებულ ადამიანებში. მკაფიოდ არის ორი განსხვავებული შეფასება წარმოსადგენი,  ერთი – გვიცავს თუ არა ვაქცინაცია ინფიცირებისგან, არ გვიცავს და ეს ბევრჯერ გვითქვამს და მეორე –  ორჯერადად ვაქცინირებულ ადამიანებში ინფიცირების მაჩვენებელი  რჩება ისეთივე როგორიც არავაქცინირებულებში, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავართან”.

გარდა ამისა, ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ ვაქცინიერბულებში ინფიცირება ისეთივეა, როგორც არავაქცინირებულებში, თუმცა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელში მკვეთრი განსხვავებაა.

ომიკრონის“ შტამით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზირება არის 14. ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ადამიანებში ინფიცირების მაჩვენებელი შეიძლება თითქმის თანაბარი იყოს , მაგრამ არის მკვეთრი განსხვავება ჰოსპიტალიზაციაში. ვაქცინირებული ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს , მაგრამ მისი შანსი, რომ მოხვდეს საავადმყოფოში მძიმე მდგომარების გართულებისაგან სხვა სიტუაციების გამო, ამის შანსი გაცილებით ნაკლებია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.  

 

მსგავსი თემები