ნათლისღებასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდება

მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. როგორც საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მოქმედ ტაძრებში საზეიმო წირვა- ლოცვა ჩატარდება.

სადღესასწაულო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

წირვის დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის წესი შესრულდება, რომლის დროსაც უწმინდესი სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალს აკურთხებს. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ.

„მედიაცენტრი მთავარი“ გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს.

 

მსგავსი თემები