694 ,,აზოვის” ბატალიონის მებრძოლი რუსულ მხარეს ჩაბარდა – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მარიუპოლში მდებარე ქარხნის, „აზოვსტალის“ ტერიტორია სულ 959-მა მებრძოლმა დატოვა, მათ შორის 80-მა დაჭრილმა.

აღნიშნული ცნობები რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა წარმოადგინა. მისი თქმით, 51 უკრაინელ სამხედროს სტაციონარული მკურნალობა სჭირდებოდა და ისინი რუსეთის მიერ კონტროლირებად ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ,,აზოვის” ბატალიონის 694 მებრძოლი ჩაბარდა.

 

მსგავსი თემები