ანტიკური პერიოდის ძეგლები ქედაში – აღმოჩენა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურში, ჯვარქედის უბანში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს კომპლექსი რომელიც, სამი პერიოდის ძეგლით არის წარმოგენილი: 8 000 – 10 000 წლის წინანდელი გამოქვაბული, XI – XIII საუკუნეების სათვალთვალო კოშკი  და ხანგძლივი პერიოდის ანტიკური ნამოსახლარი ძვ.წ V ს-დან ახ.წ V ს-მდე.

როგორც ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აჭარის არქეოლოგიური მუზეუმისა და ქედის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები,  ერთობლივი ექსპედიციის 8 დღიანი სამუშაოების შედეგად მივიდნენ იმ კულტურულ ფენამდე, სადაც აღმოჩენილი და წამოღებული მასალები თარიღდება ანტიკური პერიოდით.

“გვხვდება მთლიანად დაცული საკულტო დანიშნულების ფიალა, რომელიც იშვიათია ჩვენს კუთხეში. სულ სამი ეგზემპლარია აღმოჩენილი და სამივე ქედის მუნიციპალიტეტში. (კვაშტა, წონიარისი და კოლოტაური) ძეგლი მეტად საინტერესოა, იკვეთება ხანგძლივი პერიოდის ნამოსახლვარი. საბოლოო დასკვნები დაიდება სრული შესწავლის შემდეგ”, – აცხადებენ მერიაში.

მსგავსი თემები