ოპოზიცია ხვალინდელი „შეტევისთვის“ გეგმას აწყობს

ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალქო პირები ამ წუთებში შეკრებილები არიან და ხვალინდელი დღის აქციისთვის ემზადებიან. როგორც ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, „აგენტების კანონი“ არ უნდა განიხილოს პარლამენტმა და მისი მიღება არ უნდა მოხდეს.

დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიცია გეგმავს, ხვალ აქციები სად და რა ფორმით გაიმართება. როგორც ლიდერები აცხადებენ, როგორც ევროპას, ისე ამერიკას მიმართავენ, რომ ყველა იმ ადამიანის დასანქცირება მოხდეს, ვინც „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

ინფორმაციისთვის, დღევანდელი იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი განიხილებოდა, 6 საათი გაგრძელდა. სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს არაერთხელ დაუპირისპირდნენ, ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზიდანაც გააძევეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით  მხარი დაუჭირა.

 

მსგავსი თემები