„კორონავირუსით“ ინფიცირებული ჩვილების მდგომარეობა მძიმეა

ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცორებული 80-მდე ბავშვი მკურნალობს. ზოგის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ზოგის მსუბუქი, ზოგის კი მძიმე.

როგორც ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა მაია ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა ინფიცირებულებიდან ორი ჩვილის მდგომარეობა განსაკუთრებით საგულისხმოა.

„ორი ჩვილი, რამდენიმე კვირაა,  მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რადგანაც თანმხლებ დაავადებასთანაც გვაქვს საქმე“ – გვითხრა მაია ჩხაიძემ.

ამ ეტაპისთვის, საქართველოში, კორონავირუსის ახალი, ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი არ დაფიქსირებულა.

 

მსგავსი თემები