,,საქართველოში “ომიკრონის” 51 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 5 არასრულწლოვანია” – გამყრელიძე

ამირან გამყრელიძემ “ომიკრონის” დაფიქსირებულ ახალ შემთხვევათა რაოდენობასა და სპეციფიკაზე ისაუბრა.

“დღევანდელი დღის ჩათვლით ლაბორატორიულად როგორც სეკვენირებით, ისე სპეფიციური PCR ტესტებით, “ომიკრონის” უკვე 51 შემთხვევა დაფიქსირდა.

“ასევე იკვლევენ კიდევ რამდენიმე ათეულ შემთხვევას… 18 წლამდე ბავშვი გახლავთ 5. აქედან 1 არის სტაციონარში, მაგრამ მას სხვა ძირითადი დაავადება აქვს და იმის გამოა სტაციონარში და არა ომიკრონით ინფიცირების გამო.“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები