იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო ინსპექტორს უჩივის – სასამართლო პროცესი უკვე ჩანიშნულია

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის წინააღმდეგ პროცესი ჩაინიშნა. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს იუსტიციის სამინისტრო უჩივის. რატი ბრეგაძე ლონდა თოლორაიას იმ დასკვნას ასაჩივრებს, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება უკანონობა იყო.

,,ბუნებრივია, მაკონტროლებელი “ქართულ ოცნებას” არ უნდა და არ აწყობს, რომ რაიმე ფორმით ვინმე აკონტროლებდეს და ზღუდავდეს მათ მოქმედებებს. მართლა ხომ არ უნდა გამოვაკრათ აბრა, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც არის დამყარებული დიქტატურა. პრინციპში, ეს არის ივანიშვილი ოლიგარქიული დიქტატურა. ახლა უბრალოდ ბერკეტი არ აქვთ, თორემ სახალხო დამცველსაც გააუქმებდნენ დარწმუნებული ვარ.” – განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

მსგავსი თემები