,,სასამართლომ დემოკრატიული ქვეყნისთვის გაუგონარი გადაწყვეტილება მიიღო” – ფოთის ყოფილი მერის ადვოკატი

ფოთის ყოფილი მერის, ირაკლი კაკულიას, ადვოკატი ედიშერ ქარჩავა, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას პირად შურისძიებას უწოდებს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გამოიტანა.

ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში არ დევს მყარი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება ირაკლი კაკულიას ბრალეულობა.

,,ირაკლი კაკულია უკვე 2 წელია თავისუფალია. მის მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა ქრთამისა და სხვა თანმდევი მუხლების მიმართ. საქართველოს პრაქტიკისთვის და დემოკრატიული ქვეყნებისთვის გაუგონარი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, როდესაც პიროვნებაზე თქვა, რომ მან აიღო ქრთამის სახით 30 000 ლარი მხოლოდ მოწმის ჩვენების მიხედვით. სხვა რაიმე მტკიცებულება, დოკუმენტები, ვიდეო-აუდიო ჩანაწერი უბრალოდ არ არსებობს ბუნებაში,” – განაცხადა ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ.

ცნობისთვის, ფოთის ყოფილ მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მერიის სხვა თანამშრომლებს კი 7 და 2 წლიანი პატიმრობა.

 

მსგავსი თემები