მოჭიდავეები გაასამართლეს – აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

აჭარის მთავრობის სახლთან გასამართლებული მოჭიდავეების ძმები წულუკიძეების, ჭელიძეების და ანთაძის ახლობლები იმყოფებიან და საპროტესტო აქციას მართავენ. მოჭიდავეების ოჯახის წევრები “ქართულ ოცნებას” პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ.

აქციის წევრების განცხადებით, 5 წლიანი პატიმრობისთის ახალგაზრდები მხოლოდ იმიტომ გაიმეტეს, რომ განსხვავებული შეხედულებები და პოლიტიკური გემოვნება აქვთ.

,,ჩვენ გუშინ განაჩენის შემდეგ ვეცადეთ რომ გაგვეკეთებინა განცხადება, მაგრამ თვაი შევიკავეთ ემოციების გამო. შოკში ვართ. წარმოუდგენელია ეს განაჩენი, უბრალოდ რის საფუძველზე? რის გამო? ერთი მტკიცებულებაა ვიდეო კადრი, რომელშც გაურკვეველია ვინ ვის ურტყამს. იქ თ არის საერთოდ წულუკიძეები და ჭელიძეები… რა თქმა უნდა, არ გავჩერდებით, ბძოლა იქნება ბოლომდე.” – აცხადებს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რათა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, თორნიკე რიჟვაძე, აქციის წევრებისგან დაიცვას.

შეგახსენებთ, აჭარელი მოჭიდავეები ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავეს და გუშინ გაასამართლეს.

მსგავსი თემები