„მადლობა ბატონ პრემიერს… პასუხისმგებლობიდან თავი არ ამიცილებია“ – ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძემ დღეს ჯანდაცვის მინისტრის რანგში საქმიანობის ბოლო ანგარიში წარადგინა. მან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია,  ჯანდაცვის სამინისტროში დასაქმებულებს ახალი მინისტრისგან შესაბამისი მხარდაჭერა ჰქონდეთ.

„მნიშვნელოვანი იყო სამწლიანი მუშაობის შეფასება გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულმა სტრუქტურამ და საჯარო მოხელემ უნდა შეინარჩუნოს გამჭვირვალობა და ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა მოქალაქეების მიმართ, რომელიც ჩვენ თანამდებობის დაკისრების მომენტიდან გვაქვს. ამიტომ მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის გაგვესაჯაროებინა იმ ქმედებების და იმ შედეგების ნაწილი, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივმა გუნდმა ამ პერიოდის განმავლობაში შედეგად დადო. ასევე, ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანია ყველა იმ თანამშრომლისთვის, რომელიც აგრძელებს მუშაობას სამინისტროში, ვინაიდან ეს გარკვეულწილად ასტიმულირებს მათ შემდგომ მიზნებს. მნიშვნელოვანია, რომ მინისტრისგან და შემდგომ ახალი მინისტრისგანაც მათ ჰქონდეთ შესაბამისი მხარდაჭერა, ვინაიდან სამინისტროში არიან მაღალპროფესიონალი კადრები, რომლებიც არიან საჯარო მოხელეები და ისინი მზად არიან გააგრძელონ მუშაობა ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძეს არ დაუკონკრეტებია თუ სად აპირებს წასვლას.

„არ მაქვს გეგმაში გავასაჯაროვო, თუ სად ვიქნები. იმ დროს, როდესაც ეს საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, მოგახსენებთ”, – განაცხადა მან.

ასევე ეკატერინემ მადლობა გადაუხადა პრემიერს ჩართულობისთვის და მასთან შესაძლო დაპირისპირების არსებობა უარყო.

„მადლობა ბატონ პრემიერს…  მე მადლობა ყველა იმ სამინისტროს და მინისტრს გადავუხადე, რომელიც აქტიურად იყო ჩართული. მადლობა ბატონ პრემიერს მისი ჩართულოისთვის. არც მინისტრობის და არც წინა პერიოდში, პასუხისმგებლობიდან თავი არ ამიცილებია, ეს გამოჩნდება იანვარშიც. მე ისვე აქტიუად ვიქნები ჩართული ჯანდასვის სფეროში.  ეს არის ჩემი პროფესია და ჩემი მიზანიც, რომ საქართველოში თითოეულ მოქალაქეს გვქონდეს ეფექტური, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებ. ასევე, მე არაერთხელ უარვყავი კონფლიქტის არსებობის შესახებ და დღეს ამას კიდევ ერთხელ უარვყოფ. ასპარეზი დავუთმე მეტად ენერგიულ კანდიდატს“,- განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები