,,სააკაშვილს რეაბილიტაცია უსაფრთხო ადგილას, საქართველოს გარეთ სჭირდება” – ლიზა იასკო

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო, რომელმაც გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტი  მოინახულა, ამბობს, რომ სააკაშვილს კომპლექსური რეაბილიტაცია ქვეყნის გარეთ სჭირდება. მისი თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაწეული მკურნალბით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება.

,,მაშინებს ის ფაქტი, რომ ამ კვირეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ მიდის უკეთესობისკენ. როგორც იტყვიან, პრობლემების მთელი რიგირ ჯაჭვია, რომელიც იმ ცუდი და არაადამიანური მოპყრობის შედეგად განუვითარდა, რომელსაც ციხეში იღებდა. მას არ ექცევა სათანადო ყურადღება. მაგალითად, რამდენიმე დიაგნოსტიკური აპარატი არ არის, ამიტომ ჯერ კიდევ არ გვაქვს სრული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ. მას კომპლექსური რეაბილიტაცია სჭირდება მისთვის უსაფრთხო ადგილას ანუ საქართველოს გარეთ. იმ ადამიანების გადაწყვეტილება, რომლებმაც ახლა შიმშილობა დაიწყეს, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე პროცესები, რომელსაც ბოლო 10 დღეა ვხედავთ, ვგულისმობ, პრზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, “ განაცხადა იასკომ.

მსგავსი თემები