ფეხმძიმე ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულს პატიმრობა შეუფარდეს

23 წლის გოგა გზირიშვილი პატიმრობაში რჩება. მას, 22 წლის ფეხმძიმე მეუღლის მკვლელობისთვის 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ რაც მოხდა მისი ბრალია.

„ჩემი ბრალია, მართლა ცუდად ვარ… როგორც კი გავაანალიზე რა გავაკეთე, მე თვითონ დავრეკე პოლიციაში და მე თვითონ მოვიყვანე პოლიცია, ჩემი ბრალია“ – განაცხადა მას სასამართლოზე.

შეგახსენებთ, რომ გზირიშვილმა საკუთარ მეუღლეს 30-მდე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

 

მსგავსი თემები