„რამაზ გერლიანი თვითმკვლელობას გეგმავდა“ – ახლობლები „მედიაცენტრ მთავარში“

„სამართალდამცველების ძებნის შემდეგ რამაზ გერლიანი განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც მისი დაკითხვა მიმდინარეობდა. ის იმყოფებოდა სურამში, სადაც ნაქირავები ჰქონდა ბინა.  მიზეზი თუ რატომ წავიდა რამაზ გერლიანი არის ერთთვიანი დაპირისპირება, რომელიც გერლიანსა  და სამართალდამცავს შორის მიმდინარეობდა“ – განაცხადა რამაზ გერლიანის მეგობარმა და თანაგუნდელმა ნოდარ სირბილაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მისი თქმით, რამაზი აფექტურ მდგომარეობაში იყო, როცა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

„რამაზი ამბობდა, რომ სამართალს ვერ მიაღწია, ღირსება შელახულია. ამბობდა იმასაც რომ მიმდინარეობდა ზეწოლა. ის აფექტის მდგომარეობაში იყო. სამართალდამცველებმა რამაზ გერლიანის თვითმკვლელობის ფაქტი აღკვეთეს. ის ფსიქოლოგიურად განადგურებულია, თუმცა, გააგრძელებს ბრძოლას სამართლიანობისთვის. ფსიქოლოგიური წნეხი, რომელიც მიმდინარეობდა პოლიციელისგან მის მიმართ, ამას პერმანენტული ხასიათი ჰქონდა. ასევე, კონკრეტული პოლიციელი, რომელიც მან დაასახელა. ოჯახის ყოფილი წევრის (მეუღლის) საშუალებით აგროვებდა მასზე ინფორმაციას, რომელსაც მესამე პირს გადასცემდა“ – განაცხადა სირბილაძემ „მედიაცენტრ მთავარში.

შეგახსენებთ, რომ გაუჩინარებული რამაზ გერლიანი სამართალდამცველებმა დღეს დილით, დაახლოებით 03:00 საათზე იპოვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მან სამართალდამცველებს ყველაფერი უამბო, რაზეც წერილებშიც წერდა და შესაბამის უწყებებსაც მიმართავდა.

 

მსგავსი თემები