„თუ ოჯახის წევრი მოგიკლა ვიღაცამ, არც აღიარებს, არც ბოდიშს იხდის,  რანაირად უნდა შეურიგდე?“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ე.წ. დიდი შერიგების თემაზე მედიასთან კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ შერიგებამდე გარკვეული გზებია გასავლელი. მისი შეფასებით,  ჯერ, მნიშვნელოვანია იმ არაერთი დანაშაულის შეფასება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ კისერზეა.

“ყველაფრის საფუძველი უნდა იყოს შეფასება. პრეზიდენტმაც ამაზე გაამახვილა ყურადღება. უნდა შეფასდეს ყველაფერი, მათ შორის, ის დანაშაულები რაც ჩაიდინა “ნაციონალურმა მოძრაობამ”. თუ ეს ყველაფერი შეფასდება, ამას თუ მოჰყვება აღიარება და განცხადება, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენი პოლიტიკური პარტიის ადგილი არ არის დემოკრატიულ პოლიტიკურ სივრცეში, ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ შერიგებაზეც და ყველაფერზეც, მაგრამ ამის იმედი რამდენად შეიძლება გვქონდეს არ ვიცი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მისივე შეფასებით, შედეგი რა და როგორი იქნება, წინასწარ არავინ იცის.

„პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ მისთვის ადვილად გასათვლელი არ არის შედეგები და ბუნებრივია, არც ჩვენთვის არის ადვილად გასათვლელი.  წარმოიდგინეთ – თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს ვიღაცამ რაღაც დაგიშავათ, ჯერ ხომ უნდა აღიაროს იმ ადამიანმა, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი შენი ოჯახის წინააღმდეგ. ამის  მერე იწყება შერიგებაზე საუბარი. თუ ოჯახის წევრი მოგიკლა ვიღაცამ და არც აღიარებს, არც ბოდიშს იხდის, იმას რანაირად უნდა შეურიგდე? ამაზეა საუბარი“ –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები