„ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა გამოიწვევს სამედიცინო დახმარების ხარისხის დაქვეითებას“ – პაატა ჟორჟოლიანი „მედიაცენტრ მთავარში“

ომიკრონის“ შტამი ფეხმძიმეებშიც ისევე მიმდინარეობს, როგორც არსებული შტამები.

ომიკრინი“ გავრცელების მხრივ ძალას იკრეფს და იმაზე ბევრად სწრაფია, ვიდრე არსებული შტამები“ – განაცხადა „მედიაცენტრ მთავარში ღუდუშაურის კლინიკის  პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა  პაატა ჟორჟოლიანმა.

მისივე შეფასებით, შტამის დომინანტობა გამოიწვევს იმას, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხი დაიკლებს.

ომიკრონთან“ დაკავშირებით ინფორმაცია საკმაოდ მწირია. გავრცელების არეალი უკვე საკმაოდ დიდია. „დელტა“ შტამთან შედარებით,  „ომიკრონის“ შტამი შედარებით მარტივად მიმდინარეობს, თუმცა შემთხვევათა რაოდენობის ზრდა გამოიწვევს სამედიცინო დახმარების ხარისხის დაქვეითებას. გადაივსება რეანიმაციები და თერაპიული განყოფილებები.  შეიძლება მივიღოთ უფრო გართულებული შემთხვევები“, – განაცხადა პაატა ორჟოლიანმა მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, „ომიკრონშტამთან გასამკლავებლად აუცილებელია ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზა.

„საქართველოში არ გვაქვს გამოცდილება, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით „ომიკრონის“ სიმპტომები უფრო მსუბუქია. რაც შეეხება ვაქცინის ეფექტურობას, „ომიკრონთან“ დაკავშირებით ჩატარებული სქემა ვაქცინაციებისა და ასევე „ბუსტერ“ დოზა ეფექტურია ამ შტამის შემთხვევაშიც“ – განაცხადა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში.

 

მსგავსი თემები