ევროსასამართლომ საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა

17 მაისს, ლგბტ თემის საწინააღმდეგო აქციაზე დაზარალებულებს საქართველოს ბიუჯეტმა  193 500 ევრო უნდა გადაუხადოს. აღნიშნული გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ მიიღო.

საუბარია 2013 წლის 17 მაისის საქმეზე, რომლის სახელწოდებაა – „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ.“ განაჩენის მიხედვით, დაზარალებულებმა 193 500 ევროს სახით ფულადი დახმარება უნდა მიიღონ.

ევროპული სასამართლოს  დადგენილებით,  დაზარალებულებთან დაკავშირებით დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი, რაც არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას გულისხმობთ; ასევე. მე- 14 მუხლი, რომელიც დისკრიმინაციას ეხება და  მე-11 მუხლი, რომელიც შეკრების თავისუფლებას უკავშირდება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ ვერ უზრუნველჰყო ლგბტ თემის დაცვა დემონსტრანტებისგან.

მსგავსი თემები