შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თემურ ალასანია გამოკითხვაზე დაიბარეს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოცხადებაზე უარს აცხადებს. შესაბამისად, მისი გამოკითხვა მაგისტრ მოსამართლესთან მოხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია თემურ ალასანიას უწყებაში დაბარების შესახებ. როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმე ეხება  კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე  დაწყებულ გამოძიებას.

უწყების ინფორმაციით, ვინაიდან თემურ ალასანია შსს-ში მისვლას არ აპირებს, მას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინფორმაცია თემურ ალასანიას უწყებაში დაბარების შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა.

მსგავსი თემები