საქართველოში „ომიკრონის“ საეჭვო შემთხვევებს იკვლევენ

ქვეყანაში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა, ლუგარის ლაბორატორიაში რამდენიმე საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ამ ეტაპისთვის, „ომიკრონის“ შტამი, საქართველოში, ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

„აღებულია 10 ნიმუში, რომელთა კვლევაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს. საქართველოში ჯერ დაფიქსირებული არ არის „ომიკრონი“, თუმცა, საეჭვო შემთხვევები გვაქვს. საბოლოო პასუხს 4-5- დღე დასჭირდება. გამორიცხული არ არის, ახალი შტამი ქვეყანაში უკვე ცირკულირებდეს “ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„ომიკრონის“ საქართველოში შემოსვლის შესახებ  „მედიაცენტრ მთავრს“ ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძეც ესაუბრა. მისი თმით, ის, რომ ლაბორატორიულად შემთხვევები დადასტურებული არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ ის ქვეყანაში არ შემოსულა.

როგორც კამკამიძემ გვითხრა, საეჭვო შემთხვევებს მათ ლაბორატორიაშიც იკვლევენ.    

მსგავსი თემები