მომავალი წლიდან თბილისში, მხოლოდ ელექტროავტობუსებს შემოიყვანენ 

თბილისის მერია, 2020 წლიდან, ახალი სტანდარტის, 18-მეტრიან 200-მდე ელექტროავტობუსს  შემოიყვანს. ასევე, ქალაქის მასშტაბით მოეწყობა ავტობუსის ზოლები, რითაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს უპირატესობა შეექმნება და გაცილებით სწრაფად გადაადგილდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული გარემოსდაცვითი ხედვის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე გამოსვლისას განაცხადა, გეგმავს, შემოსაყვანი 550 ავტობუსი, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის იქნება საქართველოში, 2020 წლიდან, დაახლოებით 900 ერთეულამდე გაზარდოს.

“2019 წლის შემდეგ,თბილისში შემოსული ყველა ავტობუსი ელექტრო იქნება, რაც დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია”, – აცხადებს კახა კალაძე.

 

მსგავსი თემები