„ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ, აღმოვაჩინეთ აუფეთქებელი ჭურვი СПГ-9“ – დავით ქაცარავა

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და პოსტს წერს, როგორც ქაცარავა ამბობს ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს აღმოაჩინეს ჭურვი და ამის შესახებ ინფორმირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური:

ლოკაციას შეგნებულად არ ვასახელებთ.

„ჩვენი ერთ-ერთი ბოლო პატრულირების დროს, ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ, აღმოვაჩინეთ აუფეთქებელი ჭურვი СПГ-9.

ტროლების და ქოცაქტივისტბოტების საყურადღებოდ: შესაბამისი სტრუქტურები მყისიერად ჩავაყენეთ საქმის კურსში, მივიყვანეთ კონკრეტულ ადგილას, ვაჩვენეთ.

დიდი იმედი მაქვს, ეს ჭურვი უკვე განაღმულია.

ასე რომ მხოლოდ ერთი არგუმენტი გრჩებათ – ეს ჭურვი ჩვენ მივიტანეთ, დავდეთ და მერე დავუძახეთ პოლიციას. რისთვის? რა თქმა უნდა, თავს ვიპიარებთ. და რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს ჩვენი პროვოკაციები.

ასე რომ, შეგიძლიათ ეს პოსტი “გაატაროთ” , და ბოლოს:

ეს ჭურვი ერთმნიშვნელოვნად მიტანილი და დადებულია, მისი “შემთხვევით” იქ “მოხვედრა” გამორიცხულია.

პ.ს. მომავალ კვირაში გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას ბორდერიზაციის ახალი ეტაპის შესახებ,“ -წერს ქაცარავა.

მსგავსი თემები