რომელ საუკუნეში ვართ, რა უწმაწური სიტყვებით მოხსენიებაზეა ლაპარაკი – კახა კალაძე ჯანდაცვის მინისტრის დაპირისპირების მიზეზით წასვლას გამორიცხავს

მმართველ გუნდში დაპირისპირებას და ჯანდაცვის მინისტრის ამ მიზეზით გადადგომას უარყოფს დედაქალაქის მერი. კახა კალაძის თქმით, ეკატერინე ტიკარაძე გუნდში რჩება და მას პარტიულ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს

“მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მინდა ეკას წარმატებები ვუსურვო. ის, რა თქმა უნდა, გუნდიდან არ მიდის, პარტიაში გააგრძელებს მუშაობას, პოლიტსაბჭოში. თუ ვინ იქნება მინისტრი, დაველოდოთ და უახლოეს მომავალში იქნება გადაწყვეტილი.

არანაირი დაპირისპირება არ იყო, არავინ არ მოიხსენიებდა ერთმანეთს უწმაწური სიტყვებით. რომელ საუკუნეში ვართ, რა უწმაწური სიტყვებით მოხსენიებაზეა ლაპარაკი?! შეიძლება გარკვეულ საკითხებში იყო მსჯელობა, აზრთა სხვადასხვაობა, არ ვიცი მე არ ვარ მთავრობის წარმომადგენელი,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები