ჯანმო, ამ ეტაპისთვის, ვერ ადასტურებს ინფორმაციას, რომ „ომიკრონი“ მაქსიმალური სისწრაფით ვრცელდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ახალ, ე.წ. სამხრეთ აფრიკულ შტამთან დაკავშირებით მორიგ შეფასებას აკეთებს და ამბობს, რომ „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელება ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.   

„ამ ეტაპისთვის გაურკვეველია, იწვევს თუ არა „ომიკრონი“ უფრო მძიმე დაავადებას სხვა, არსებულ ვარიანტთან, მათ შორის „დელტასთან“ შედარებით. ვარაუდობენ, რომ სამხრეთ აფრიკაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მზარდია. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის გაზრდით და არა კონკრეტულად „ომიკრონით“ დაინფიცირებით“, – აცხადებენ ჯანმოში.

ორგანიზაციაში ასევე განმარტავენ, რომ დაავადების გავრცელების საწინააღმდეგოდ,  აცრა ერთადერთი გამოსავალია.

მსგავსი თემები