,,სადგურის მოედანი” პარალიზებულია

მეტროსადგური ,,სადგურის მოედანი”, რომელიც ქალაქის მეტროს ორ ხაზს აკავშირებს პარალიზებულია.  მგზავრები მეტროში გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

სოციალურ ქსელში აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა ვრცელდება. მგზავრების ინფორმაციით, ადგილზე პოლიცია ცდილობს მგზავრთა ნაკადის დარეგულირებას.

არსებული ცნობით,  შექმნილი სიტუაციის გამო, ერთ-ერთი მგზავრი შეუძლოდ გახდა.

თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურის განცხადებით, მეტროში ტექნიკური შეფერხება არ არის და მეტროს პარალიზება, გაზრდილმა მგზავრთნაკადმა გამოიწვია.

„არავითარი ტექნიკური შეფერხება არ არის, მატარებლები ჩვეულებრივი განრიგით მოძრაობენ. სადგურის მოედანზე ძალიან ბევრმა მგზავრმა მოიყარა თავი, რადგან მგზავრთნაკადი ძალიან დიდია, მგზავრების პირველი ხაზიდან მეორე ხაზამდე გადაადგილება უჭირთ“, – აცხადებენ თბილისის მეტროპოლიტენში.

მსგავსი თემები