„მიხეილ სააკაშვილს შეუძლია გადაადგილებაც და მეტყველებაც“ – კონსილიუმის წევრი

  •  

„ნევროლოგიური სტატუსი მთლად გაუმჯობესებული არ არის. ძირითადად გამოხატულია სისუსტე. თვალის მამოძრავებელი პრობლემებიც არსებობს. შესაძლებელია, რამდენიმე კვირა დასჭირდეს ამის გაუმჯობესებას. სიარულიც შეუძლია და მეტყველებაც, ოღონდ სუსტადაა“ – აცხადებს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრის,  ნევროლოგ თენგიზ წულაძე.

ექიმმა მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს მოინახულა.  მედიასთან განცხადება მან ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

„მდგომარეობა სტაბილურია, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია. ცოტა სუსტად არის, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. ვეთანხმებით ჩვენი კოლეგები რასაც აკეთებენ. ყველა პარამეტრი ჯერ ნორმალიზებული არ არის, მაგრამ გაუმჯობესების პროცესშია. მთლად ყველაფერი მწყობრში რომ არ არის, იმიტომაც არის ახლა ამ კლინიკაში. მას სიარულიც შეუძლია და მეტყველებაც, ოღონდ სუსტად არის, არ შეუძლია ძალისმიერი მოქმედების შესრულება“, – განაცხადა ექიმმა.

მსგავსი თემები