ნინო ლომჯარიას განცხადებით, როცა მიხეილ სააკაშილი სიარულს შეძლებს, სასეირნო სივრცეც დასჭირდება

სახალხო დამცველი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა. როგორც ჰოსპიტალიდან გამოსულმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შესვლა გართულებულია და ამ პროცედურებს 2 საათი დასჭირდა.

„შესვლა ძალიან გართულებულია.  სულ მცირე ორი საათი დაგვჭირდა იმისთვის, რომ შესასვლელიდან პაციენტამდე მიგვეღწია. ეს განპირობებულია იმით, რომ რეალურად, შიგნით  გაურკველობაა. გართულებულია კომუნიკაცია. ჯანდაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და პენიტენციურ უწყებას შორის ხდება კომუნიკაცია და  ერთმანეთში რეკავენ. ეს ჩემთვის გაურკვეველია“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის უფლებრივ მდგომარეობას, როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, გარკვეული საკითხები გაუმჯობესებულია, გარკვეული კი პრობლემად რჩება.

„ბადრაგი აღარ ესწრება მის გასინჯვებს, სამედიცინო შემოწმებას, რაც გამოსწორებულია. პრობლემა არის ის, რომ გარკვეული პირადი ნივთები და ჰიგიენის ნივთები სჭირდება. ასევე, სასეირნო სივრცის საჭიროებაც დადგება, როცა მას უკვე ფიზიკურად შეეძლება ამის გაკეთება. ეს მოსაგვარებელია და გადავცემთ ამ ინფორმაციას პენიტენციურ სამსახურს. ფანჯარას რაც შეეხება, ეს საკითხი მოგვარებულია“, – განაცხადა სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსულმა სახალხო დამცველმა.

მსგავსი თემები