სპეციალური პენიტენციურ სამსახურში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მირზა სუბელიანს ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
,,სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბრალდებულ მირზა სუბელიანზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. ბრალდებული 24-საათიანი ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თუკი დაცვის მხარეს აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების სურვილი აქვს, ბრალდებული მირზა სუბელიანი დაუყოვნებლივ მოინახულოს მისმა ადვოკატმა”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ყოფილი პროკურორი მირზა სუბელიანი, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქემზე ბრალდებულად არის ცნობილი.