საპარლამენტო კომიტეტმა ზურაბ ჯაფარიძისთვის დეპუტატობის შეწყვეტას მხარი დაუჭირა

ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს საპარლამენტო მანდატს მიმდინარე თვეს შეუწყვეტენ. პარლამენტის სხდომამდე კი ამ საკითხზე  საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

საპარლამენტო საქმიანობის ვადაზე ადრე შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს თავად ჯაფარიძემ  მიმართა. როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, დადგენილებას პარლამენტი უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ჯაფარიძეს ჰერმან საბო ჩაანაცვლებს, რომელიც „გირჩის“ სიაში შემდეგია, ვისაც პარლამენტში შესვლა უწევს.

მსგავსი თემები