რუსთავის ციხეში ხანძრის შედეგად დაშავებულია ორი პატიმარი და ერთი თანამშრომელი

სახალხო დამცველი ადასტურებს ინფორმაციას, რომ გუშინ, რუსთავის მე-17 დაწესებულებაში ხანძრის შედეგად 2 გარდაცვლილი პატიმრის გარდა, კიდევ 3 ადამიანი დაშავდა. სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში კი დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ.   

„ჩემი დაკვირვებით, იმდენად გვერდითაა ეს კორპუსი სასადილოსთან, სადაც ხანძარი მოხდა და იმდენად მძიმე დაკვამლიანება იყო, ქარის მიმართულება რომ წასულიყო იმ კორპუსისკენ, სადაც პატიმრები იყვნენ, მძიმე შედეგი დაგვიდგებოდა“ – განუცხადა ციხიდან გამოსულმა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს.

მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილების გარდა, არიან დაშავებულებიც.

„დაშავებულებიდან ვიცი, რომ 2 პატიმარზეა საუბარი – ერთი დაშავდა კვამლის შესუნთქვით გამოწვეული ინტოქსიკაციით და მეორეს, როგორც ვიცი, დაზიანებული აქვს თითი და გადაიყვანეს კლინიკაში. ორივე დაშავებული გადაყვანილია“ – აღნიშნა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის ციხეში ხანძარი გუშინ გაჩნდა. გარდაცვალებულთა შესახებ ინფორმაცია უწყებამ დღეს დაადასტურა.     

მსგავსი თემები