საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მეუფეების განცხადება მიხეილ სააკაშვილზე მათი კერძო პოზიციაა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასულიერო პირების განცხადება მათი პირადი პოზიციაა და არა საპატრიარქოსი.

„ეკლესია ამბობს, რომ ერთმანეთს მივუტევოთ, ერთმანეთი გვიყვარდეს. ქრისტიანული იდეა არის შერიგება, მაგრამ ქრისტიანული იდეა სრულად განხორციელებული სახელმწიფოში არ გვინახავს. ამას ჩვენ პირველად კი არ ვამბობთ, სულ ვამბობთ. ეკლესია სულ ამბობს, რომ ერთმანეთს მივუტევოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტიანული მოწოდებების სრულად შესრულება სახელმწიფოს ფუნქციონირების პარამეტრებსა და კატეგორიებში გადის. ესე რომ იყოს, ბედნიერად ვიცხოვრებდით”, – განაცხადა დეკანოზმა ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტის საპატიმროდან გათავისუფლების საკითხს, ანდრია ჯაღმაიძის პოზიცია შემდეგია: „საპატრიარქოს პოზიცია არ არის არცერთი განცხადება, რაც მათ კერძოდ გააკეთეს. თქვენ ხომ სულ ითხოვთ, რომ საპატრიარქო არ იყოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართული. როცა ქრისტიანული იდეის პოლიტიზირება ხდება, ეს ყოველთვის იძენს არასწორ სახეს და ყოველთვის არის კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი და საფუძველი“ – განცხადა ჯაღმაიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები