თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. “თავისუფლება მიშას”, “არა პოლიტიკურ დევნას” – ეს არის სლოგანი, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ გაშლილი.
აქციას რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც უერთდებიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აქცია მშვიდობიანია და ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელდება.
რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.