ბათუმში, სახლის ჩამონგრევის გამო ერთ-ერთი დაკავებული ამავე კორპუსში მაცხოვრებელია

  •  

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევეში, ამ ეტაპზე ხუთი ცხედარი იპოვეს. ორი ცოცხლად ამოყვანილ ადამიანი კი სიკვდილს ებრძვის. სახლის ჩამონგრევის გამო ერთ-ერთი დაკავებული ამავე სახლის პირველ სართულზე მაცხოვრებელია.  როგორც შსს-ში აცხადებენ, პატიმრობა 2-დან 10 წლამდე თავსუფლების აღკვეტას ითვალისწინებს.

„დაკავებულები არიან: პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ., 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.

ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია. სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“ – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები