ირკვევა, რომ ბინის მეპატრონე სარდაფსა და მის ბინას აერთიანებდა – ნანგრევებიდან ამოყვანილია 5 ცხედარი

ბათუმში, ამ ეტაპისთვის არსებული მონაცემებით, ჩამონგრეული კორპუსიდან ამოყვანილია 5 ცხედარი. იძებნება კიდევ დაახლოებით 3 ადამიანი. ორი ცოცხლად ნაპოვნის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარ ფაქტზე დაკავებულია 3 ადამიანი.

ერთ-ერთი დაკავებული პირი ამავე კორპუსის პირველ სართულზე მაცხოვრებელია, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა. კერძოდ, საუბარია პირველი სართულისა და სარდაფის გაერთიანებაზე.    

დაკავებული ზაურ ბუდატოვი ჩამონგრეული კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა და მთელი კორპუსი ზანზარებდა.

მშენებლობის პროცესში ხარვეზების გამო წარმოება შეჩერდა, თუმცა, როგორც ირკვევა, მშენებლობა გრძელდებოდა. ბუდატოვი ამ კორპუსის პირველ სართულზე ფლობდა 200 კვ მეტრ ბინას და მცირე ზომის სარდაფს.

შს მინისტრი არც ადასტურებს და არც უარყოფს აღნიშნულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ყველაფერს გამოძიება გასცემს პასუხს.

მსგავსი თემები