ნანგრევებიდან ამოყვანილია კიდევ ერთი მცირეწლოვანი

ბათუმში, ჩამონგრეულ საცხოვრებელ კორპუსში სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით ადგილობრივი მოსახლეობა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ შენობაში მათი ახლობლები იყვნენ და მათი გადარჩენის ი მედს არ კარგავენ.     

დაახლოებით 2 საათის უკან, მაშველებმა ბათუმში ნანგრევებიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი ამოიყვანეს. გარდაცვლილი მცირეწლოვანია. სულ ნაპოვნია 5 ცხედარი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ სახლის ჩამონგრევისთვის 3 ადამიანი დააკავა. 26 მაისის ქუჩაზე 7 სართულიანი შენობა გუშინ ჩამოინგრა.

მსგავსი თემები