კარლ ჰარცელი – ევროკავშირი და საქართველო ერთად მუშაობენ ევროპული და გლობალური უსაფრთხოების გასაძლიერებლად

  •  

ევროკავშირი და საქართველო მუშაობენ ერთად ევროპული და გლობალური უსაფრთხოების გასაძლიერებლად, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკავშირის, ელჩი კარლ ჰარცელი წერს.

კარლ ჰარცელი აზიარებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ელჩის, დუგლას კარპენტერის განცხადებას, რომელშიც ის მადლობას უხდის საქართველოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისიის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.

„მადლობა ჩემი კოლეგისგან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა. ევროკავშირი და საქართველო მუშაობენ ერთად ევროპული და გლობალური უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, – წერს კარლ ჰარცელი

მსგავსი თემები