რომან გოცირიძე – მეორე ტურის შემდეგ რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობა დადგება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე არჩევნების მეორე ტურის შემდეგ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განხილული იყო ორი საკითხი.

პოლიტსაბჭოზე საუაბრი იყო სააკაშვილის გათავისფლებაზე და ამისთვის საჭირო გეგმებზე, იქნება ეს აქციები თუ სხვა ნაბიჯები.

„ერთი საკითხი რიგგარეშე არჩევნებს შეეხებოდა და იქ მესამე საკითხადაც შეიძლება მოვიაზროთ ოპოზიციასთან ურთიერთობები, კოორდინირებული ქმედება და მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის აქციების სახით. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების საკითხს, რიგგარეშე არჩევნები დგება მაშინ, როდესაც ხელისუფლებას არ შეუძლია ქვეყნის მართვა. რეალურად მეორე ტურის შემდეგ რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობა დადგება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი თემები