“ივანიშვილის დაქვემდებარებაში მანტიამოსხმული ჯამბაზები არიან” – ბექა ბასილაია

გიგი უგულავა მატროსოვის ციხეში ადვოკატმა მოინახულა. ბექა ბასილაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.

უკვე ცნობილია, რომ დაცვის მხარე, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამარღლოში გაასაჩივრებს.

“გიგი არის ძალიან მხნედ და ის უმსგავსობა რაც თადუმაძემ, გაბინაშვილმა და შავლიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მანტიამოსხმულმა ჯამბაზებმა ჩაიდინეს, ამას აუცილებლად მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ.

საკონსტიტუციო სასამართლომ, რაც მიიღო წარმოებაში საქმე გაფლანგვის მუხლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, უკვე გასულია თითქმის 4 წელი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ  ბიძინა ივანიშვილის მანტიამოსხმული ჯამბაზები ჰყავს დაქვემდებარებაში და ასევე მის დაქვემდებარებაში იმყოფებიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები,”- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მსგავსი თემები