„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო ვერ იქნება“ – მინისტრის მოადგილე

იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მედიასთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო ვერ იქნება, თუმცა, გარკვეული მოთხოვნები დაწესდება.

„რას შეიძლება, ნიშნავდეს გარკვეული მოთხოვნების დაყენება აცრის ვალდებულებასთან მიმართებაში. აცრა არის სამედიცინო ინტერვენცია, სავალდებულო სამედიცინო ინტერვენცია ვერანაირი პირობით ვერ იქნება, თუმცა მოთხოვნები შეიძლება დაწესდეს ბიზნესგარემოში გარკვეული ეპიდუსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. შესაძლოა, ბიზნესგარემოში მოვითხოვოთ ვაქცინირებული პირის ყოფნა, ან პირის ყოფნა, რომელსაც გარკვეული პერიოდულობით ჩატარებული აქვს „პისიარ“ ტესტი და ნამდვილად ვიცით, რომ ის არ არის ინფიცირებული, ასევე გადატანილი მდგომარეობა. ეს სამი პირობაა და ამ პირობიდან არჩევანის გაკეთება არის მნიშვნელოვანი“ – განმარტა გაბუნიამ.

მისივე შეფასებით, ნებისმიერ პირს ეძლევა შესაძლებლობა, არჩევანი თავად გააკეთოს.

„ცალსახაა, რომ ადამიანს აქვს უფლება, თავად მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება სამედიცინო ინტერვენციის შესახებ. მეორე მხარეა, რა მოთხოვნებს დავაყენებთ ეპდისუფრთხოებასთან მიმართებაში და რა გარემოში. კერძო სექტორი იქნება, თუ გარკვეულ სახელმწიფო უწყებებში, ჩვენ  რაღაც ეტაპზე დავაყენებთ იმ მოთხოვნას, რაც დღესაც კეთდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ მედიასთან.

მსგავსი თემები