კორონავირუსის აცრა 12 წლის განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებსაც შეეხება

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა 12 წლიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებიც აიცრებიან, თუმცა, საუბარია ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებზე.

როგორც საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, ამ ეტაპზე, ვაქცინაციის ასაკი შეზღუდული იქნება.

„12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში აცრის რეკომენდაციას ამ ეტაპზე გავცემთ მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ფართო ვაქცინაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ, პირველ ეტაპზე, შევჩერდით 12-დან 15 წლამდე მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებზე“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები