საქართველოში კორონავირუსის აცრის მესამე დოზის გაკეთება იწყება

იმუნიზაციის ეროვნულმა საბჭომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზების გაკეთების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განმარტა, ვაქცინაციის მესამე დოზა მეორედ აცრიდან 6 თვის შემდეგ მოხდება.

„ბუსტერ“ დოზებთან დაკავშირებით საბჭომ მხარი დაუჭირა მის  გამოყენებას მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, 50 წლის ზემოთ პირებში. ასევე ნებისმიერი ასაკის პირებში, ვისაც აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება და ასევე, მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც გახლავთ სამედიცინო პერსონალი, ასევე დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ მედიასთან.

მსგავსი თემები