როდის გაიხსნება ზაფხულის სეზონი გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში, ცნობილია

გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს, უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიხსნება. ზაფხულის სეზონის განმავლობაში ბაკურიანში (დიდველზე) ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს. გუდაურში ჩასულ დამსვენებლებს კი მოემსახურება „გუდაურა“ (გონდოლა) და კობი-გუდაურის საბაგიროები 11:00 – 17:00 საათამდე. სვანეთში მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი და ზურულდის საბაგიროები 10:00 – 16:30 საათამდე იფუნქციონირებს.

მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები ოთხსეზონიანი გახდეს. ამისთვის, ბაკურიანში 6000 მეტრიანი საერთაშორისო დონის ველობილიკია მოწყობილი.

ველობილიკი ფუნქციონირებს გუდაურშიც, რომლის სიგრძე 5000 მეტრია. ბილიკები როგორც პროფესიონალი ისე მოყვარული ველომრბოლელებისთვისაა გათვლილი. ბაკურიანში ჩასულ დამსვენებლისთვის ამიერკავკასიაში პირველი სამთო-სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქციონი „ტობოგანი“ – ე.წ. მთის ციგაც იმუშავებს.

საქართველოს მთის კურორტებზე, ვიზიტორებში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთის კურორტების განვითარების კომპანიამ შესაბამისი რეგულაციები შეიმუშავა. საბაგიროების დღის ბოლოს სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდება გონდოლაში (დახურული საბაგირო) 4 ადამიანი ჭადრაკისებური პრინციპით იქნება დაშვებული და მხოლოდ პირბადით. რაც შეეხება ღია სავარძლის ტიპის საბაგიროებს – 6 ადგილიან საბაგიროზე დაიშვება 3 ადამიანი , 4 ადგილიანზე კი 2 ადამიანი, ოჯახის შემთხვევაში პლიუს ბავშვი. მომხმარებლები ვალდებულები იქნებიან დაიცვან 2 მეტრიანი დისტანცია, სალაროსთან ანგარიშსწორების შემდეგ ხელები სადეზინფექციო ხსნარით, დაიმუშავონ, საბაგიროში შესვლამდე კი თერმო სქრინინგი გაიარონ.

მსგავსი თემები

9 Thoughts to “როდის გაიხსნება ზაფხულის სეზონი გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში, ცნობილია”

  1. Like!! I blog quite often and I genuinely thank you for your information. The article has truly peaked my interest.

  2. I always spent my half an hour to read this web site’s articles or reviews daily along with a mug of coffee.

  3. SMS

    Your site is very helpful. Many thanks for sharing!

  4. Like!! Really appreciate you sharing this blog post.Really thank you! Keep writing.

  5. I like the valuable information you provide in your articles.

  6. Good one! Interesting article over here. It’s pretty worth enough for me.

  7. SMS

    I used to be able to find good info from your blog posts.