„პატიმრები გამოკეტეს და გაიგუდნენ საკნებში“ – ალექსანდრე კობაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ ციხის ხანძარზე

„მოვითხოვეთ დაუყოვნებლივ მომხდარიყო პატიმრების ევაკუაცია რუსთავის მე – 17 დაწესებულებიდან, პენიტენციალურმა სამსახურმა უარი გვითხრა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ციხეში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობაიძე ადამიანების დაღუპვაში პენიტენციალურ სამსახურს ადანაშაულებს და ვიდეო კადრების გავრცელებას ითხოვს:

„მქონდა ეჭვი, რომ პატიმრებს ჩაკეტავდნენ საკნებში და მათ ამყოფებდნენ უსუსურ მდგომარეობაში, სამწუხაროდ გარდაიცვალა ორი ადამიანი, ჩინოვნიკებმა არ მიიღეს გონივრული გადაწყვეტილება და არ მოხდა ევაკუაცია სხვა ციხეში, რაც პირდაპირი პასუხისმგებლობაა ბრეგაძის და ციხის დირექტორის, ჩვენ მივმართავთ იუსტიციის სამინისტროს, თუ ისინი იძახიან, რომ ეს პატიმრები გაიგუდნენ საკნებში, მაშინ წარმოადგინონ ვიდეოჩანაწერი, რითაც დაადასტურებენ სიმართლეს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პატიმრები გამოკეტეს და გაიგუდნენ, გამოდით და გაავრცელეთ ვიდეოკადრი რა მოხდა რეალურად, დაგვიდასტურეთ, რომ არ გაგუდულან ეს ადამიანები საკნებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით,” – განაცხადა კობაიძემ “მედიცანტრ მთავარში.”

მსგავსი თემები