საკრებულოს ორმა წევრმა  “ქართული ოცნება” დატოვა

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, საბურთალოს მაჟორიტარმა  ვახტანგ შაქარიშვილმა და მთაწმინდის მაჟორიტარმა ჯაბა ჯიშკარიანმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს.

როგორც ყოფილი უმრავლესობის წევრები აცხადებენ, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი უზენაესი მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში განვითარებული მოვლენები გახდა.

„სამწუხაროდ უკანასკნელ პერიოდში ჩვენ თვალს ვადევნებთ მორალური ფასეულობების გადახედვის უხეშ მცდელობას. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა. მიუღებელია მურუსიძე-ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება,” – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

ვახტანგ შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ უერთდებიან.


მსგავსი თემები