სკანდალი სტრასბურგში ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით

„მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“ – ამ წარწერით სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავზე, ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, სწორედ მისი ერთ-ერთი, ისტორიული ფრაზაა ამოტვიფრული. ვარსკვლავზე ზურაბ ჟვანია მოხსენებულია როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრი.

სამოქალაქო აქტივისტი მირიან ყარაულაშვილი განცხადებას აკეთებს, რომ ვარსკვლავზე წარწერა არასწორია, რის გამოც, ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა თანამდებობა უნდა დტოვოს.

“საქართველოს ელჩი (მუდმივი წარმომადგენელი) ევროსაბჭოში , სულ მცირე თანამდებობისთვის შეუფერებლობის გამო უნდა გადადგეს ალბათ. ზურაბ ჟვანიამ ცნობილი სიტყვები ” მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი”, ბრძანა 1999 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. 1999 წელს საქართველოში მოქმედებდა 1995 წლის 25 აგვისტოს მიღებული “საქართველოს კონსტიტუცია”, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობების ჩამონათვალში არ არსებობდა “საქართველოს პრემიერ-მინისტრის” თანამდებობა. მაშინ, როდესაც ზურაბ ჟვანიამ ეს “მაგიური “სიტყვები წარმოთქვა, ის ბრძანდებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე (კონსტიტუციურად) და არა “საქართველოს პრემიერ-მინისტრი”“ – აცხადებს მირიან ყარაულაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი სტრასბურგში გუშინ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ქართული დელეგაციის წევრები დაესწრნენ, რომელშიც ზურაბ ჟვანიას ოჯახიც შედიოდა.

მსგავსი თემები