„თუ ჩვენს ინიციატივას არ გაიზიარებენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ“ – გია ჟორჟოლიანი

„ყველაზე მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც ჩვენი მმართველობის სისტემას, სოციალურ სამართლიანობას, ზოგადად, სახელმწიფოს როლს განსაზღვრავს, პარლამენტში შეტანილი მაქვს მე. ერთმა კომიტეტმა მას მხარე არ დაუჭირა და ჩააგდო, თუ ინიციატივა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმაც ჩააგდო, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შევიტანთ“ – აღნიშნული განცხადება დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

საქართველოს პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის სახელწოდებაა: „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და ის გადასახადების პროგრესულობას ეხება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც ჩვენი მმართველობის სისტემას, სოციალურ სამართლიანობას, ზოგადად სახელმწიფოს როლს განსაზღვრავს შეტანილი მაქვს მე. კანონში დღეს გვაქვს შემდეგი ჩანაწერი: კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ გადასახადების გაზრდა რეფერენდუმის ჩატარების გარეშე არ შეიძლება. შემდეგ, კანონში წერია, რომ ეს რეფერენდუმი შეუძლია დანიშნოს მხოლოდ მთავრობას და არა იმ წესით, როგორც რეფერენდუმი უნდა დაინიშნოს. ამავე დროს, კანონი ამბობს, რომ მთავრობა ვერ დანიშნავს რეფერენდუმს გადასახადის პროგრესულობის შესახებ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაღალი შემოსავლიანი ადამიანი იხდის გადასახადების მაღალ პროცენტს. ეს პრინციპი ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მოქმედებს. ჩვენი საგადასახადო სისტემა კი არის რეგრესული. კერძოდ, დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანები, თავისი შემოსავლიდან უფრო მეტს იხდიან არა საშემოსავლოს მეშვეობით, არამედ დღგ და ა.შ. ეს პრინციპი კი დაბალი შემოსავლების მქონდე ადამიანებს უარეს მდგომარეობაში აყენებს“ – აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

„სოციალ-დემოკრატები“ კანონმდებლობის ამგვარ მიდგომას უთანასწორობასა და უსამართლობას უწოდებენ და საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივიან.

„თუ ეს კანონპროექტი არ იქნება გაზიარებული კომიტეტის და შემდეგ პარლამენტის მხრიდან. საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ. კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერი ადამიანებს უფლებებს უზღუდავს“ – აცხადებს ჟორჟოლიანი.

მსგავსი თემები