საქპატენტის თავმჯდომარედ სოსო გიორგაძე დაინიშნა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარედ სოსო გიორგაძე დაინიშნა. „საქპატენტის“ ახალ თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მიმოიხილეს. „საქპატენტის“ თავმჯდომარედ დანიშვნამდე სოსო გიორგაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, მანამდე კი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სოსო გიორგაძე 2013 წლიდან მუშაობდა. სხვადასხვა დროს ის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლს ხელმძღვანელობდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა სოსო გიორგაძეს „საქპატენტის“ თავმჯდომარედ დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მეტი...

,,ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთის ომის თანამონაწილე გახდა, ყველა, ვინც მონაწილეობს ამ ომში, პასუხს აგებს”- ოლივერ ვარჰეი

,,ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთის ომის თანამონაწილე გახდა, ევროკავშირი მოუწოდებს ბელარუსს, თავი შეიკავოს ასეთი ქმედებებისგან, ყველა, ვინც მონაწილეობს ამ ომში, პასუხს აგებს,”- ამის შესახებ ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ვარჰეი ბელარუსს  აფრთხილებს, არ მიიღოს პირდაპირი მონაწილეობა რუსულ ომში, რომელსაც ევროკავშირის მხრიდან სანქციები მოჰყვება. „ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ზრდის გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის თანამონაწილე გახდა. ევროკავშირმა კატეგორიულად დაგმო ბელარუსის ჩართვა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში, მოუწოდა ბელარუსს, თავი შეიკავოს ასეთი ქმედებებისგან და შეასრულოს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, დაიცვას ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულება. მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, თავი შეიკავონ ამ დანაშაულებრივ ქმედებებში ქვეყნის…

მეტი...

,,უკრაინაში დაბრუნება”- შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

შვეიცარიის პრეზიდენტი, იგნაციო კასისი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ კასისმა Twitter-ზე თავად დაწერა და ფოტოც გაავრცელა. ,,უკრაინაში დაბრუნება – ჩემი ბოლო ვიზიტიდან ერთი წლის შემდეგ. ჩემი მიზანია ომთან, ჰუმანიტარულ ვითარებასთან და ქვეყნის აღდგენისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის შესახებ მასალების შეგროვება”, – წერს კასისი.

მეტი...

ხმაური თსუ-ში – სტუდენტები რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ

ხმაური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების პარალელურად აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები  რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თანამდებობაზე,  ჯაბა სამუშიას არჩევას აპროტესტებენ და მას არალეგიტიმურად მიიჩნევენ. სტუდენტთა განცხადებით, ჯაბა სამუშია წინასწარ იყო რექტორის თანამდებობაზე შერჩეული კანდიდატი და უნივერსიტეტში არჩევნები ფორმალურად არის დანიშნული. სტუდენტების თქმით,  არჩევნები არალეგიტიმურია და აკადემიური საბჭო გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით იღებს. ცნობისთვის, ჯაბა  სამუშია ერთადერთია, ვინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე კანდიდატურა წარადგინა.

მეტი...

კადიროვი ამტკიცებს, რომ  მისი სამი არასრულწლოვანი ვაჟი უკრაინაში, ფრონტის ხაზზე იმყოფება

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ამტკიცებს, რომ  მისი სამი არასრულწლოვანი ვაჟი უკრაინაში, ფრონტის ხაზზე იმყოფება. კადიროვის თქმით, მისი ვაჟები “რამდენიმე დღეა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში, აქტიურად ეძებენ იჩქერიის ბატალიონების წევრებს”. ,,ახმათი, ელი და ადამი ეწვივნენ ფრონტის ხაზს, სადაც ამჟამად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინელ ნაციონალისტებთან. როგორც ჩეჩენ ჯარისკაცებს შეეფერებათ, ისინი მაშინვე საქმეს შეუდგნენ”, – განაცხადა კადიროვი. ცნობისთვის, 3 ოქტომბერს კადიროვმა გამოაცხადა, რომ თავის არასრულწლოვან შვილებს უკრაინის ფრონტის ხაზზე უშვებდა. მისი შვილები ახმატი, ელი და ადამი 16, 15 და 14 წლისები არიან. კადიროვის თქმით, მათი სამხედრო მომზადება ადრეულ ასაკში დაიწყო.

მეტი...

,,ირანი აგრძელებს ტყუილის თქმას, თუმცა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი უკრაინაში ირანულ დრონებს იყენებს”- ნედ პრაისი

,,მიუხედავად იმისა, რომ ირანი აგრძელებს ტყუილის თქმას, მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი იყენებს ირანულ დრონებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის,” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი ”ტვიტერზე” წერს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რუსეთი ირანისგან შეძენილ დრონებს, უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენებს. „სერიოზული შეშფოთება გამოვთქვით რუსეთის მიერ ამ უპილოტო საფრენი აპარატების ირანიდან შეძენის გამო. ჩვენ ახლა გვაქვს უამრავი მტკიცებულება, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენება უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

 ,,ევროპამ უსაფრთხოების ახალი სისტემა რუსეთის გარეშე უნდა ააშენოს”- ოლივერ ვარჰეი

,,ევროპამ უსაფრთხოების ახალი სისტემა რუსეთის გარეშე უნდა ააშენოს,” – ამის შესახებ სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. მისივე თქმით, პრაღის სამიტის მონაწილეებმა აღიარეს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გახდა პირდაპირი თავდასხმა ევროპულ და გლობალურ წესრიგზე. „შეხვედრის დროს დაისვა მთავარი კითხვა – რა პრინციპებით უნდა მოვაწყოთ პოლიტიკური წესრიგი და უსაფრთხოება ევროპაში? უახლოეს მომავალში შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ უსაფრთხოების ახალი წესრიგი ან მშვიდობის ახალი არქიტექტურა ევროპაში, სადაც რუსეთი შეიძლება, იყოს განუყოფელი ნაწილი. ის რჩება გეოგრაფიულ მეზობლად და საერთაშორისო სისტემის წევრად, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ავაშენოთ ახალი ევროპული უსაფრთხოების წესრიგი კრემლის გარეშე“, – განაცხადა…

მეტი...

რუსეთმა უკრაინაში 66 650 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 66 650 ჯარისკაცი დაკარგეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 66 650; ​ტანკი – 2 567; ჯავშანტექნიკა – 5 255; საარტილერიო სისტემა – 1 646; სარაკეტო სისტემა – 372; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 189; თვითმფრინავები – 296; ვერტმფრენი – 243; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 311; საკრუიზო რაკეტები – 329; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 005; გემი/ნავი/კატარღა – 16; სპეციალური აღჭურვილობა – 147.

მეტი...

​,,ხერსონთან დაკავშირებით რუსი მაღალჩინოსნების განცხადებები საინფორმაციო ფონის შექმნას ჰგავს, რითაც ტერიტორიიდან გასვლას გაამართლებენ”- ომის შესწავლის ინსტიტუტი

ომის შესწავლის ინსტიტუტის ექსპერტების განცხადებით, ​ხერსონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული  რუსი მაღალჩინოსნების განცხადებები საინფორმაციო ფონის წინასწარ შექმნას ჰგავს, რითაც შემდეგ ტერიტორიიდან გასვლას გაამართლებენ. ექსპერტების პროგნოზით, რუსული ძალები შეეცდებიან კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დამბის დაზიანებას და ამით, ერთი მხრივ, გადაფარავენ უკან დახევას და მეორე მხრივ, შეანელებენ უკრაინელების წინსვლას ტერიტორიის დატბორვითა და წინაღობის შექმნით. მათივე განცხადებით, დამბის დარღვევისა და მისგან გამოწვეული მსხვერპლისთვის ბრალს უკრაინას დასდებენ. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის „ევაკუაცია“, რეალურად მათი გამოსახლება და რუსეთში გადასახლებაა, რასაც რეგიონის ეთნიკური წმენდა უდევს საფუძვლად.

მეტი...

მამამთილმა რძალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, დანით ჭრილობები მიაყენა – პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წყალტუბოს რაიონში ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირმა რძალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ოქტომბერს, წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში, ბრალდებულმა დისკრიმინაციული შეუწყნარებლობის მოტივით, ქალისადმი სტერეოტიპული შეხედულებების გამო, რძალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებული სიკვდილს გადაურჩა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“…

მეტი...

,,პუტინი წარმოუდგენლად რთულ ვითარებაშია და უკრაინის მოქალაქეებს სასტიკად ეპყრობა” – ჯო ბაიდენი

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი გრძნობს, რომ ის წარმოუდგენლად რთულ ვითარებაში. ამის შესახებ ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ,,ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინი გრძნობს, რომ ის წარმოუდგენლად რთულ ვითარებაშია. ეს ჩემთვის იმაში გამოიხატება, რომ როგორც ჩანს, მისი ერთადერთი ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი უკრაინაში ცალკეული მოქალაქეებისადმი სასტიკი მოპყრობაა. ამით პუტინი ცდილობს, რომ ისინი დააშინოს და დანებება აიძულოს. თუმცა, ისინი ამის გაკეთებას არ აპირებენ”.

მეტი...

გერმანიის პრეზიდენტი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კიევში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანც-ვალტერ შტაინმაიერი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კიევში დაგეგმილი ვიზიტს აუქმებს. გერმანულის მედიის ინფორმაციით, შტაინმაიერის კიევში ვიზიტი რამდენიმე კვირის განმავლობაში მზადდებოდა. გამოცემის ცნობით, “კიევში ამ გადაწყვეტილებამ გაღიზიანება გამოიწვია”. ,,იმ დროს, როცა ფედერალური პრეზიდენტი ვიზიტს აჩერებს, მრავალი საერთაშორისო დიპლომატი და სტუმარია, რომლებსაც კიევში ყოფნა ამ მომენტში სურს” – წერს გამოცემა და ერთ-ერთ უკრაინელ მაღალჩინოსანს ციტირებს. ცნობისთვის, გერმანიის პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში ჩასვლას 20 ოქტომბერს გეგმავდა.  

მეტი...

ზელენსკიმ რუსი ოლიგარქებისა და კომპანიების დასანქცირების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ოლიგარქებისა და რუსული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ორ განკარგულებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა უკრაინული მედიის ეთერში განაცხადა. „დღეს უკრაინის პრეზიდენტმა სანქციების ამოქმედების შესახებ ორ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლებიც შემუშავებული იყო უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ. ეს ძალიან დიდი, რთული და შრომატევადი სამუშაო იყო. მას შემდეგ, რაც დღეს ეს სანქციები გამოქვეყნდება, ვფიქრობ, იქ რუსეთის ფედერაციის ოლიგარქების საკმაოდ მოულოდნელი გვარები იქნება და ძალიან ბევრი კომპანია, საწარმო”, – განაცხადა დანილოვმა.

მეტი...

,,რაც არ უნდა გააკეთოს კრემლმა, ყირიმი, დონეცკი, ხერსონი, ლუგანსკი და ზაპოროჟიე უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა“- სახელმწიფო დეპარტამენტი

,,რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „საომარი მდგომარეობის“ გამოცხადების შესახებ სასოწარკვეთის ტაქტიკაა,” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა განაცხადა. მისივე თქმით, რაც არ უნდა თქვას ან გააკეთოს კრემლმა ყირიმი, დონეცკი, ხერსონი, ლუგანსკი და ზაპოროჟიე უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა. „გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რუსეთი სასოწარკვეთილ ტაქტიკას მიმართავს და ამ ოლქებში კონტროლის მოპოვებას ცდილობს. სიმართლე ისაა, რომ რუსეთი ამ რეგიონებში არ არის საჭირო და უკრაინაში ხალხი უარყოფს რუსეთის უკანონო შეჭრასა და უკრაინის ტერიტორიის ძალით დაპყრობას. რაც არ უნდა თქვას ან გააკეთოს კრემლმა, როგორც არ უნდა ცდილობდეს ქაღალდზე დადგენილებით თუ სხვაგვარად…

მეტი...